ACCORD

მომსახურება · 04

SQL ბაზების ადმინისტრირება

ბუღალტრული და ERP სისტემები SQL ბაზაზე მუშაობს. როცა ბაზა ნელდება ან სარეზერვო ასლი არ არსებობს, საფრთხეში მთელი ბიზნესი ექცევა. ვზრუნავთ, რომ თქვენი მონაცემები სწრაფად, სტაბილურად და უსაფრთხოდ მუშაობდეს.

ვისთვისაა

კომპანიებისთვის, რომელთა ბუღალტრული ან ERP სისტემა (Balance, 1C და სხვ.) SQL ბაზაზე მუშაობს და ამ ბაზას ცალკე არავინ უვლის. ხშირად მოგვმართავენ, როცა: • პროგრამა დღითიდღე ნელდება, განსაკუთრებით თვის ბოლოს; • სარეზერვო ასლი ან არ კეთდება, ან მისი აღდგენა არასდროს შემოწმებულა; • ბაზა ახალ სერვერზე ან ახალ ვერსიაზე უნდა გადავიდეს; • არ იცით, ვის აქვს ბაზაზე წვდომა.

რას მოიცავს

SQL სერვერის ინსტალაცია და კონფიგურაცია; სარეზერვო ასლების სქემა და აღდგენის რეგულარული შემოწმება; წარმადობის მონიტორინგი, ინდექსები და ოპტიმიზაცია; წვდომის უფლებები და უსაფრთხოება; ბაზების მიგრაცია და ვერსიის განახლება.

რას მიიღებთ

სწრაფად და სტაბილურად მომუშავე ბაზას; შემოწმებულ სარეზერვო ასლებს (ვიცით, რომ აღდგება და რა დროში); მოწესრიგებულ წვდომებს; მოკლე აღწერას, რა როგორ არის აწყობილი.

მხარდაჭერა

ყოველთვიური მონიტორინგი და მხარდაჭერა ან საათობრივი მომართვა კონკრეტული ამოცანისთვის (მიგრაცია, ოპტიმიზაცია, აღდგენა).

შესაძლებლობები

  • SQL სერვერის ინსტალაცია და კონფიგურაცია
  • სარეზერვო ასლების დაგეგმვა და აღდგენის შემოწმება
  • წარმადობის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
  • წვდომის უფლებები და უსაფრთხოება
  • ბაზების მიგრაცია და განახლება
  • ყოველთვიური მხარდაჭერა

როგორ ვმუშაობთ

  1. 01შემოწმებავაფასებთ ბაზის მდგომარეობას, სიჩქარეს, სარეზერვო ასლებს და წვდომებს.
  2. 02გეგმარა სჭირდება სასწრაფოდ და რა — გეგმიურად.
  3. 03სარეზერვო ასლებივაწყობთ სქემას და ვამოწმებთ აღდგენას.
  4. 04ოპტიმიზაციაინდექსები, მოთხოვნები, სერვერის პარამეტრები.
  5. 05მონიტორინგირეგულარული შემოწმება და დროული რეაგირება.

ხშირი კითხვები

რატომ ნელდება ჩვენი Balance ან 1C?

ხშირი მიზეზებია ბაზის ზრდა, მოუვლელი ინდექსები და სერვერის არასწორი პარამეტრები. შემოწმების შემდეგ ზუსტად გეტყვით, რა ანელებს.

სარეზერვო ასლი გვაქვს — საკმარისი არ არის?

საკმარისია მხოლოდ მაშინ, თუ მისი აღდგენა შემოწმებულია. ჩვენ აღდგენას რეგულარულად ვამოწმებთ.

მიგრაციისას სამუშაოს გაჩერება მოგვიწევს?

მიგრაციას ვგეგმავთ არასამუშაო საათებში, რომ სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს.

დისტანციურად მუშაობთ?

დიახ, თქვენი თანხმობით და უსაფრთხო დისტანციური წვდომით.

გაინტერესებთ ეს მომსახურება?

მოკლედ აღწერეთ ამოცანა — მომსახურება ფორმაში უკვე არჩეული იქნება.

მოითხოვეთ კონსულტაცია