ACCORD

მომსახურება · 06

SEO ოპტიმიზაცია

კარგი საიტი უსარგებლოა, თუ Google-ში ვერავინ პოულობს. ვაუმჯობესებთ საიტის ტექნიკურ მხარეს და შიგთავსს, რომ კლიენტმა გიპოვოთ.

ვისთვისაა

კომპანიებისთვის, რომელთა საიტი Google-ში არ ჩანს ან კლიენტებს არ მოაქვს. ხშირად მოგვმართავენ, როცა: • კომპანიის სახელითაც კი საიტი ძნელად იძებნება; • კონკურენტები ძიებაში და რუკაზე მაღლა არიან; • საიტი ნელა იტვირთება ან ტელეფონზე ცუდად ჩანს; • Google Business Profile არ არის შევსებული.

რას მოიცავს

ტექნიკური აუდიტი (ინდექსაცია, სიჩქარე, სტრუქტურა, schema მარკირება); საკვანძო სიტყვების კვლევა ქართულად და ინგლისურად; გვერდების სათაურები და აღწერები; შიგთავსის გაუმჯობესება და ბლოგის გეგმა; Google Search Console და Google Business Profile; შიდა ბმულები.

რას მიიღებთ

აუდიტის შედეგებს და გამოსწორებულ ტექნიკურ შეცდომებს; საკვანძო სიტყვების სიას; შევსებულ Google Business Profile-ს; ყოველთვიურ რეპორტს — რა შეიცვალა ძიებაში და რა არის შემდეგი ნაბიჯი.

მხარდაჭერა

SEO უწყვეტი პროცესია: ყოველთვიური პაკეტი მოიცავს შემოწმებას, გაუმჯობესებებს და რეპორტს. ერთჯერადი აუდიტიც შესაძლებელია.

შესაძლებლობები

  • ტექნიკური აუდიტი
  • საკვანძო სიტყვების კვლევა
  • Google Business Profile
  • სიჩქარის ოპტიმიზაცია
  • ყოველთვიური რეპორტი

როგორ ვმუშაობთ

  1. 01აუდიტიტექნიკური მხარე, შიგთავსი და კონკურენტები.
  2. 02საკვანძო სიტყვებირას ეძებენ თქვენი კლიენტები ქართულად და ინგლისურად.
  3. 03გამოსწორებასათაურები, აღწერები, სიჩქარე, სტრუქტურა.
  4. 04შიგთავსი და Business Profileახალი ტექსტები, ბლოგი, Google რუკა.
  5. 05რეპორტიყოველთვიური შედეგები და შემდეგი ნაბიჯები.

ხშირი კითხვები

რამდენ ხანში ჩანს შედეგი?

ტექნიკური გამოსწორებები Google-ში ჩვეულებრივ რამდენიმე კვირაში აისახება, პოზიციების ზრდა კი უფრო ხანგრძლივი პროცესია და კონკურენციაზეა დამოკიდებული.

პირველ ადგილს გარანტიას გვაძლევთ?

არა — ამის გარანტიას პატიოსნად ვერავინ მოგცემთ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც Google-ის წესებით ხილვადობას ზრდის, და შედეგს ყოველთვიურად გაჩვენებთ.

Google Business Profile რატომ არის მნიშვნელოვანი?

ადგილობრივ ძიებაში („... თბილისი“) და Google რუკაზე სწორედ ის ჩანს პირველ რიგში: მისამართი, ტელეფონი, საათები და შეფასებები.

სხვის აწყობილ საიტზეც მუშაობთ?

დიახ, თუ საიტზე წვდომა გვაქვს. ზოგი პლატფორმა ტექნიკურად შეზღუდულია — ამას აუდიტისას გეტყვით.

გაინტერესებთ ეს მომსახურება?

მოკლედ აღწერეთ ამოცანა — მომსახურება ფორმაში უკვე არჩეული იქნება.

მოითხოვეთ კონსულტაცია