მომსახურება · 09
ბიზნეს კონსულტაცია
სანამ პროგრამას შეიძენთ, ღირს გაარკვიოთ, რა აკლია ბიზნესს. ბუღალტრული, საწყობის და წარმოების პროცესების გამოცდილება გვეხმარება სუსტი ადგილების სწრაფად პოვნაში.
ვისთვისაა
კომპანიებისთვის, რომლებიც გრძნობენ, რომ რაღაც ვერ მუშაობს, მაგრამ ჯერ არ იციან, რა სჭირდებათ: ახალი პროგრამა, პროცესების გადაწყობა თუ სხვა რამ. ხშირად მოგვმართავენ, როცა: • ხელმძღვანელი ციფრებს გვიან ან არაზუსტად იღებს; • ერთი და იგივე სამუშაო რამდენჯერმე კეთდება; • პროგრამის ყიდვას გეგმავენ და არ იციან, რომელი; • ბიზნესი იზრდება და ძველი წესები აღარ მუშაობს.
რას მოიცავს
ბუღალტრული, საწყობის, გაყიდვებისა და წარმოების პროცესების აუდიტი; სუსტი ადგილების პოვნა; ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა; სისტემის შერჩევა; მენეჯმენტის რეპორტინგის აწყობა.
რას მიიღებთ
წერილობით დასკვნას: როგორ მუშაობს კომპანია დღეს, სად იკარგება დრო და ფული და რა უნდა შეიცვალოს — პრიორიტეტებით; კონკრეტულ გეგმას შემდეგი ნაბიჯებისთვის.
შესაძლებლობები
- პროცესების აუდიტი
- ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა
- სისტემის შერჩევა
- მენეჯმენტის რეპორტინგის აწყობა
როგორ ვმუშაობთ
- 01გაცნობამიზნები, პრობლემები და მოლოდინები.
- 02პროცესების შესწავლაგასაუბრება გუნდთან და დოკუმენტების ნახვა.
- 03ანალიზისუსტი ადგილები და მათი ფასი ბიზნესისთვის.
- 04რეკომენდაციებირა შევცვალოთ, რა თანმიმდევრობით და რა ბიუჯეტით.
- 05განხორციელებასურვილის შემთხვევაში ცვლილებებს ერთად ვნერგავთ.
ხშირი კითხვები
რით განსხვავდება ეს პროგრამის დანერგვისგან?
კონსულტაცია პროგრამის არჩევამდე ხდება: ჯერ ვარკვევთ, რა სჭირდება ბიზნესს, და მხოლოდ მერე ვარჩევთ გადაწყვეტას.
რა გამოცდილებაზე დგას თქვენი რეკომენდაციები?
10+ წლის პრაქტიკაზე ERP-სა და ბიზნეს-პროცესებში: ბუღალტრია, საწყობი, გაყიდვები და წარმოება.
ვალდებული ვართ, დანერგვაც თქვენ გაგვიკეთოთ?
არა. დასკვნა და გეგმა თქვენია — შეგიძლიათ ნებისმიერ შემსრულებელთან განახორციელოთ.
რა ღირს?
დამოკიდებულია კომპანიის ზომასა და შესასწავლი პროცესების რაოდენობაზე. პირველადი კონსულტაცია უფასოა.
დაკავშირებული მომსახურებები
გაინტერესებთ ეს მომსახურება?
მოკლედ აღწერეთ ამოცანა — მომსახურება ფორმაში უკვე არჩეული იქნება.


