ACCORD

მომსახურება · 07

IT მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურა

როცა კომპიუტერი, პრინტერი ან პროგრამა ჩერდება, ჩერდება სამუშაოც. ვზრუნავთ, რომ ტექნიკა მუშაობდეს და პრობლემა სწრაფად მოგვარდეს — დისტანციურად, ყოველთვიური პაკეტით ან საათობრივი მომართვით.

ვისთვისაა

მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებსაც სრულ განაკვეთზე IT თანამშრომელი არ სჭირდებათ, მაგრამ სჭირდებათ ვინმე, ვინც პრობლემას სწრაფად მოაგვარებს და ტექნიკას წესრიგში ინახავს. ხშირად მოგვმართავენ, როცა: • IT საკითხებს „ის, ვინც კომპიუტერს უკეთ ერკვევა“ აგვარებს და ეს მის ძირითად სამუშაოს აფერხებს; • სარეზერვო ასლები არ კეთდება ან არავინ იცის, მუშაობს თუ არა; • ახალი თანამშრომლის კომპიუტერის, ფოსტისა და წვდომების გამართვას დღეები სჭირდება; • Balance-ის ან 1C-ის სერვერი ნელა მუშაობს ან ხშირად ითიშება.

რას მოიცავს

კომპიუტერები და პროგრამები; ქსელი და Wi-Fi; პრინტერები; ელფოსტა და ანგარიშები; სერვერები და სარეზერვო ასლები; ანტივირუსი და განახლებები; თანამშრომლის დამატება და წვდომის გაუქმება წასვლისას; Balance-ისა და 1C-ის სერვერის მხარდაჭერა.

რას მიიღებთ

წესრიგში მოყვანილ IT გარემოს; სიას, რა ტექნიკა და ლიცენზია გაქვთ; შემოწმებულ სარეზერვო ასლებს; ერთ საკონტაქტო წერტილს ნებისმიერი IT საკითხისთვის.

მხარდაჭერა

ყოველთვიური პაკეტი: ფიქსირებული ყოველთვიური თანხა, წინასწარ შეთანხმებული საათები და რეაგირების დრო, გეგმიური შემოწმებები. გამოდგება, თუ მომართვა რეგულარულია. საათობრივი მომსახურება: იხდით მხოლოდ გამოყენებულ დროში. გამოდგება, თუ მომართვა იშვიათია.

შესაძლებლობები

  • კომპიუტერებისა და ქსელის აწყობა
  • სერვერები და სარეზერვო ასლები
  • ელფოსტა
  • დისტანციური დახმარება
  • ყოველთვიური პაკეტი ან საათობრივი მომსახურება

როგორ ვმუშაობთ

  1. 01IT აუდიტივნახულობთ ტექნიკას, ქსელს, სარეზერვო ასლებს და წვდომებს.
  2. 02შეთავაზებარა საჭიროებს გამოსწორებას და რომელი ფორმატი გაწყობთ.
  3. 03მოწესრიგებავასწორებთ კრიტიკულ საკითხებს და ვაწყობთ სარეზერვო ასლებს.
  4. 04ყოველდღიური მხარდაჭერაუმეტესად დისტანციურად, საჭიროებისას ადგილზე.
  5. 05პერიოდული შემოწმებაგანახლებები, სარეზერვო ასლები და რეკომენდაციები.

ხშირი კითხვები

რომელი ჯობია — ყოველთვიური თუ საათობრივი?

თუ IT საკითხი თითქმის ყოველ კვირა გაქვთ, ყოველთვიური პაკეტი უფრო პროგნოზირებადი და ხშირად იაფიცაა. იშვიათი მომართვისთვის საათობრივი სჯობს.

დისტანციურად ყველაფერი გვარდება?

უმეტესობა — დიახ. საჭიროებისას ადგილზე მოვდივართ თბილისსა და ზუგდიდში.

რა სწრაფად რეაგირებთ?

პაკეტში რეაგირების დრო წინასწარ თანხმდება და ხელშეკრულებაში იწერება.

როგორ იცავთ ჩვენს მონაცემებს და პაროლებს?

დისტანციურ წვდომას მხოლოდ თქვენი თანხმობით ვიყენებთ; პაროლებს პაროლების მენეჯერში ვინახავთ და ჩატით ან ფოსტით არ ვცვლით.

Balance-ისა და 1C-ის სერვერსაც უვლით?

დიახ: განახლებები, სარეზერვო ასლები და სწრაფქმედება.

გაინტერესებთ ეს მომსახურება?

მოკლედ აღწერეთ ამოცანა — მომსახურება ფორმაში უკვე არჩეული იქნება.

მოითხოვეთ კონსულტაცია