მომსახურება · 05
ვებ-დეველოპმენტი
საიტი, რომელიც სწრაფად იტვირთება, კარგად ჩანს ტელეფონზე და თქვენ თვითონ ანახლებთ — პროგრამისტის გარეშე. ვმუშაობთ Next.js-ზე; accord.ge თავადაც ამ ტექნოლოგიითაა აწყობილი.
ვისთვისაა
კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი, ორენოვანი საიტი, რომელსაც თავად განაახლებენ — პროგრამისტის გარეშე. ხშირად მოგვმართავენ, როცა: • საიტი მოძველდა, ნელა იტვირთება ან ტელეფონზე ცუდად ჩანს; • ტექსტის ან ფოტოს შეცვლაც კი დეველოპერს სჭირდება; • საიტი Google-ში არ ჩანს; • საიტი არ არის დაკავშირებული ფორმებთან, ფოსტასთან ან სხვა სისტემებთან.
რას მოიცავს
სტრუქტურა და ტექსტები; დიზაინი თქვენი ბრენდის მიხედვით; ორენოვანი საიტი (ქართული და ინგლისური); ადმინ პანელი შიგთავსის მარტივი მართვისთვის; ფორმები და ინტეგრაციები; ტექნიკური SEO; ჰოსტინგის გამართვა.
რას მიიღებთ
გაშვებულ საიტს თქვენს დომენზე; ადმინ პანელს, სადაც ტექსტებს, ფოტოებს, ბლოგსა და პროექტებს თავად ცვლით; Google Search Console-ში დარეგისტრირებულ საიტს; მოკლე ინსტრუქციას. მაგალითად — accord.ge, რომელიც ამავე ტექნოლოგიით (Next.js) არის აწყობილი.
მხარდაჭერა
გაშვების შემდეგ — ჰოსტინგი, განახლებები და ცვლილებები ყოველთვიური პაკეტით ან საათობრივად.
შესაძლებლობები
- კორპორაციული საიტები
- ორენოვანი საიტები
- ადმინ პანელი შიგთავსის მარტივი მართვისთვის
- ფორმები და ინტეგრაციები
- ჰოსტინგი და მხარდაჭერა
როგორ ვმუშაობთ
- 01ბრიფიმიზანი, აუდიტორია, გვერდები და მაგალითები, რომლებიც მოგწონთ.
- 02სტრუქტურა და ტექსტებივთანხმდებით გვერდებზე და შიგთავსზე.
- 03დიზაინი და აწყობასაიტს ეტაპობრივად გაჩვენებთ სატესტო მისამართზე.
- 04გაშვებადომენი, ფორმები, Google Search Console, სიჩქარის შემოწმება.
- 05მხარდაჭერაცვლილებები და განვითარება.
ხშირი კითხვები
საიტს თვითონ განვაახლებთ?
დიახ. ადმინ პანელში ტექსტებს, ფოტოებს, ბლოგსა და პროექტებს თავად ცვლით, პროგრამისტის გარეშე.
რა ღირს საიტი?
ფასი გვერდების რაოდენობაზე, ენებსა და ინტეგრაციებზეა დამოკიდებული. ბრიფის შემდეგ ფიქსირებულ შეთავაზებას გიგზავნით.
ტექსტებსაც თქვენ წერთ?
შეგვიძლია მოვამზადოთ ტექსტები ორივე ენაზე თქვენი ინფორმაციის საფუძველზე; საბოლოო ვერსიას თქვენ ამტკიცებთ.
საიტი Google-ში გამოჩნდება?
ტექნიკურ SEO-ს თავიდანვე ვაწყობთ და საიტს Search Console-ში ვარეგისტრირებთ. ძიებაში პოზიციების გასაუმჯობესებლად იხილეთ ჩვენი SEO მომსახურება.
დაკავშირებული მომსახურებები
გაინტერესებთ ეს მომსახურება?
მოკლედ აღწერეთ ამოცანა — მომსახურება ფორმაში უკვე არჩეული იქნება.


