მომსახურება · 03
Balance პროგრამა
Balance საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საბუღალტრო პროგრამაა. ACCORD Balance-ის დანერგვის პარტნიორია: ვეხმარებით, რომ პროგრამა სწორად დაინერგოს და ბუღალტრიის გარდა ბიზნესის მართვაშიც გამოგადგეთ.
ვისთვისაა
Balance მცირე და საშუალო კომპანიებისთვისაა, რომლებსაც ბუღალტრია, საწყობი და გაყიდვები ერთ სისტემაში უნდათ, ქართული საგადასახადო მოთხოვნებით. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ, როცა: • Excel-ით აღრიცხვა აღარ კმარა და თვის დახურვას დღეები სჭირდება; • Balance უკვე აქვთ, მაგრამ მხოლოდ ბუღალტრია იყენებს და მენეჯმენტი ისევ ცხრილებს ადგენს; • საწყობის ნაშთები და თვითღირებულება რეალურს არ ემთხვევა; • პროგრამა ნელა მუშაობს ან წლის დახურვა გაჭიანურდა.
რას მოიცავს
პროცესების ანალიზი; ცნობარებისა და ანგარიშთა გეგმის აწყობა; ნაშთების გადმოტანა Excel-იდან ან ძველი პროგრამიდან; საწყობის, გაყიდვების, შესყიდვებისა და წარმოების აღრიცხვის გამართვა; მომხმარებლების როლები და უფლებები; მმართველობითი რეპორტების მორგება; გუნდის სწავლება.
რას მიიღებთ
თქვენს პროცესებზე მორგებულ Balance-ს სწორი საწყისი ნაშთებით; გაწვრთნილ თანამშრომლებს; მოკლე ინსტრუქციას თქვენი ყოველდღიური ოპერაციებისთვის; რეპორტებს, რომლებშიც ხელმძღვანელი ნაშთებს, გაყიდვებსა და მოგებას ყოველდღე ხედავს.
მხარდაჭერა
გაშვების შემდეგ გვერდით ვრჩებით: ყოველთვიური პაკეტით ან საათობრივად. ვაკეთებთ ბაზის ყოველწლიურ დასტარტვას, მონიტორინგს, სწრაფქმედების გაუმჯობესებას და ახალი ფუნქციონალის დამატებას (Balance 1C 8.3-ზეა აგებული).
შესაძლებლობები
- დანერგვა და კონფიგურაცია
- საწყობის და გაყიდვების აღრიცხვა
- მომხმარებლების სწავლება
- დამატებითი ფუნქციონალის შემუშავება
- ბაზების ყოველწლიური დასტარტვა
- პროგრამის მონიტორინგი და სწრაფქმედების გაუმჯობესება
- ყოველთვიური მხარდაჭერა
როგორ ვმუშაობთ
- 01უფასო გაცნობითი შეხვედრავისმენთ, როგორ მუშაობთ დღეს და რა გაწუხებთ.
- 02ანალიზი და შეთავაზებაფარგლები, ეტაპები, ვადა და ფიქსირებული ფასი.
- 03აწყობა და მონაცემებიცნობარები, ნაშთები, უფლებები და რეპორტები.
- 04სწავლება და პირველი კვირებითითოეულ თანამშრომელს მისი სამუშაოს ვაჩვენებთ და პირველ თვის დახურვას ერთად ვაკეთებთ.
- 05მხარდაჭერაყოველთვიური ან საათობრივი.
ხშირი კითხვები
რამდენი ხანი სჭირდება Balance-ის დანერგვას?
დამოკიდებულია მოდულებზე, ოპერაციების მოცულობასა და გადმოსატან მონაცემებზე. ანალიზის შემდეგ გეტყვით ზუსტ ვადასა და ეტაპებს.
რა ღირს დანერგვა?
ფასი ფარგლებზეა დამოკიდებული. პირველადი კონსულტაცია უფასოა, ანალიზის შემდეგ კი ფიქსირებულ შეთავაზებას გიგზავნით. პროგრამის ლიცენზია ცალკე ითვლება.
Balance უკვე გვაქვს — შეგიძლიათ მხოლოდ მხარდაჭერა?
დიახ. ჯერ ვამოწმებთ, როგორ არის აწყობილი პროგრამა, ვასწორებთ შეცდომებს და მერე ყოველთვიურად ვუჭერთ მხარს.
გადმოიტანთ მონაცემებს Excel-იდან ან სხვა პროგრამიდან?
დიახ: საქონლის, კლიენტებისა და მომწოდებლების ცნობარებს, ასევე საწყის ნაშთებს. გადმოტანის შემდეგ ციფრებს თქვენთან ერთად ვამოწმებთ.
დისტანციურადაც მუშაობთ?
დიახ. ვმუშაობთ თბილისში, ზუგდიდში და დისტანციურად მთელ საქართველოში.
დაკავშირებული მომსახურებები
გაინტერესებთ ეს მომსახურება?
მოკლედ აღწერეთ ამოცანა — მომსახურება ფორმაში უკვე არჩეული იქნება.


